• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    25
    მარტი
    საკრებულოს სხდომა

    ✅25 მარტს, გიორგი ინაშვილის თავმჯდომარეობით, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, სადაც შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, მომხსენებლად მიწვეული იყო დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე.

    ⏩საკრებულოს წევრებმა სხდომაზე განიხილეს ევროკავშირის საერთაშორისო ინიციატივის კლიმატისა და ენერგეტიკის „მერების შეთანხმებასთან” დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერთების მიზანი და საჭიროება, რომელიც ინიცირებულია მაცაცო ნარიმანიძის მიერ;

    ▶️მაცაცო ნარიმანიძემ, აგრეთვე, ისაუბრა საკრებულოს 2017 წლის 9 ივნისის N17 დადგენილებაში „დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანის სამგზავრო ტარიფების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებისა და დამატების შეტანის საჭიროების თაობაზე;

    ➡️ასევე, საკრებულომ იმსჯელა დუშეთის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების თაობაზეც, რის შედეგადაც გადაწყდა დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 ოქტომბრის N31 დადგენილებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.

    ✅სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, აღნიშნულ სხდომაზე, აგრეთვე, დამტკიცდა დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის მეორე კვარტლის სამუშაო გეგმა.

    ▶️სხდომას საკრებულოს წევრებთან და აპარატის თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები კახაბერ ჩიტაური, გვანცა ესტატიშვილი და ელგუჯა უნდილაშვილი.